პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით
1790878500
პოლონეთის მაზოვიის სავოევოდოს სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინის დაწყებით სკოლაში 15 წლის მოზარდი დანით რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად, 37 წლის დამლაგებელი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი 8 ოქტომბერს დილით, იოანე-პავლე მეორის სახელობის დაწყებით სკოლაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. ის სკოლაში შევიდა და რამდენიმე ადამიანს დანით დაესხა თავს. დაშავებულებს შორის სკოლის დირექტორიც იყო, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის განეიტრალება შეძლო. 15 წლის მოზარდი პოლიციამ დააკავა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ოსტროლენკაში, სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. პოლონეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც შესაძლოა, ოსტროლენკის სკოლაში ადამიანების დაჭრაში მონაწილეობდა, ჩანთაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ ოსტროლენკის სკოლაში თავდასხმის პარალელურად, ქალაქ სერპცში პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც კიდევ ერთი შესაძლო თავდასხმა აღიკვეთა.
პოლონეთის სკოლებში ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საგანგებო შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას შინაგან საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე სპეციალური სამსახურების კოორდინატორი და პოლიციის მთავარი კომენდანტი დაესწრებიან.