პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით
1790878500
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტით, ინფლაცია 3 პროცენტით, ბიუჯეტის დეფიციტი კი 2.5 პროცენტით არის განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით იზრდება. დაგეგმილია პენსიების მატებაც.
"ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ მიმართულებების დაფინანსებაზე, რომლებიც გაცხადებული პრიორიტეტებია. ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, სრულად არის ბიუჯეტში ასახული.
რაც შეეხება პენსიების ნაწილს, აქ ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია, რომ პენსია ორ კატეგორიად იყოფა. ერთი არის ის კატეგორია, რომელიც 70 წლამდეა და მათ პენსიას ემატება ინფლაციის მიხედვით, შესაბამისად, ეს ასახულია ბიუჯეტში, ხოლო 70 წელზე მეტი ასაკის პირების პენსია იზრდება ინფლაციას დამატებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ესეც უკვე ასახულია ბიუჯეტში. ის, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, ამაზე არის ერთობლივი მსჯელობა მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რაც იქნება საპენსიო მიმართულებით გადადგმული, უნდა იყოს ფინანსურად მდგრადი," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ.