ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა. 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.
„ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას ვიღებთ ჩვენი გუნდი. 81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა. 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე. 81 ათასი ადამიანი იგრძნობს შვებას. ცვლილების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.