1747168660
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა.
როგორც სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთ რთულ დროს გამოჩნდება ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.