„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის თავდაცვაში შეტანილი წვლილია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„უკრაინამ ფუნდამენტური და ღირებული მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რომელიც რუსეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცლის მის მთავარ იდეოლოგიურ იარაღს, კერძოდ იმის მტკიცებას, რომ ევროპას არ ძალუძს რეალური გაერთიანება და რომ ევროპას არ სჭირდება უკრაინა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ევროპის გაერთიანება რეალურია და რომ ევროპული ღირებულებები ნამდვილად მუშაობს და არ არის მხოლოდ დოკუმენტებში განსაზღვრული ლამაზი ფორმალობა.