მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს. ცნობას ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების შემუშავების მიზნით.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სიტუაცია ბრძოლის ველზე და უკრაინული ძალების წარმატება კურსკის ოპერაციაში. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ მაკრონს და ფრანგ ხალხს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომლებიც არამხოლოდ სიცოცხლეების გადარჩენაში გვეხმარებიან, არამედ გვაახლოებენ ხანგრძლივ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან ევროპაში. ჩვენ აგრეთვე შევთანხმდით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საკვანძო მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების მოსაპოვებლად. ერთ-ერთ ასეთ გარანტიად განვიხილეთ საფრანგეთის ინიციატივა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტების განთავსების შესახებ“, - დაწერა ზელენსკიმ.
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1751311749