ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება

ვოლოდიმირ ზელენსკი

„ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება […] ყოველი სიკვდილი ომის შედეგია“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას.

პრეზიდენტი 14 კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა.

პრეზიდენტს ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე საუბრისას რუსეთის როლზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ ტრაგედია ომის შედეგი იყო.

ზელენსკიმ ასევე გამოიყენა თავისი ვიდეო მიმართვა, რათა მოკავშირეებისთვის მოეწოდებინა, სწრაფად გაუგზავნონ უკრაინას მეტი იარაღი რუსეთის ახალ შეტევამდე.