გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თავისი ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე კანდიდატებთან დამატებითი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ მან თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის ვინაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დროში იქნება.
„ჩავატარე დამატებითი შეხვედრები პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე, განვიხილეთ ოფისის მუშაობის ფორმატები, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რაც საჭიროა უკრაინის ინტერესებისთვის. უახლოეს დროში იქნება გადაწყვეტილება ოფისის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკის გათავისუფლების შესახებ 28 ნოემბერს განაცხადა.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერდა, რომ ანდრეი ერმაკის შემცვლელად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი, თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი, სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სამხედრო საკითხებში პაველ პალისა.