Wikipedia-მ წლის ყველაზე პოპულარული სტატიების სია გამოაქვეყნა

ვიკიპედია

ვიკიპედიამ 2025 წელს პორტალის ინგლისურენოვანი ვერსიის ყველაზე პოპულარული სტატიების სია წარადგინა.

პირველ ადგილზე გავიდა სტატია მემარჯვენე აქტივისტ ჩარლი კირკზე, რომელიც 10 სექტემბერს იუტას შტატში დებატების მიმდინარეობისას მოკლეს. კირკის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მისი სტატია თითქმის 15 მილიონჯერ ნახეს.

მეორე ადგილზეა გვერდი „2025 წელს გარდაცვლილები“. ის არასოდეს დაშვებულა მესამე ადგილზე დაბლა ყველაზე წაკითხვადი სტატიების ყოველწლიურ სიაში, აზუსტებენ ვიკიპედიის წარმომადგენლები.

ონლაინ-ენციკლოპედიაში მესამე ყველაზე ნანახი გვერდი გახდა სტატია ედ გინზე - ამერიკელ სერიულ მკვლელზე. გვერდის პოპულარობა შეიძლება აიხსნას Netflix-ის ანთოლოგიური სერიალის „მონსტრი“ ახალი სეზონის გამოსვლით, რომელიც მანიაკებსა და მკვლელებს ეძღვნება, ბოლო სეზონი კი სწორედ გინზე გადაიღეს.

მეოთხე ადგილი სიაში დაიკავა სტატიამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. მეხუთე ადგილი კი გვერდმა, რომელიც რომის პაპ ლეო XIV-ს ეძღვნება.

სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.