გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძემ პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროდ გამოიტანა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ამჯერად, ფოტომოდელმა ნეგატიური კომენტარების ავტორებს მიმართა.
„მე ლამაზი ფოტოსესიებიდან ლამაზ ფოტოებს გიზიარებთ და თქვენ ნეგატივით და განსჯით, ხვდებით... თუმცა, ყველაფერზე ასე ხართ, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ მოგიხდებათ უფრო მეტად სხვანაირი მდგომარეობა, ისწავლეთ მოდუნება და მიღება რაღაცების, ის, რაც უცხოა და თუნდაც, სასურველი და არ გაქვს, ან ვერ ბედავ გააკეთო, უბრალოდ დაუშვით და გაატარეთ ღიმილით...
მე ასე ვშვრები და ამიტომ ვარ წყნარი, მშვიდი, მიმზიდველი და მაგ მდგომარეობიდან როცა მაკვირდებით, გამაღიზიანებელი. მომბაძეთ, იყავით ლაღი და მადლიერი, ნამდვილი მშვილდოსანივით. ძალიან მომინდა მეთქვა ამდენი ნეგატივის მერე.. გკოცნით,“ - წერს პაიჭაძე.