ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების გზები.
„ის, რომ რუსეთი არ ეძებს მშვიდობას და დემონსტრაციულად კლავს, თუნდაც აღდგომას, მეტყველებს იმაზე, რომ მეტი სანქციებით ზეწოლაა საჭირო. აუცილებელია, დაიბლოკოს რუსეთის ყველა შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლაზე. ასე რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს გადავეცით სპეციალური გეგმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.