რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოსკოვს ვერ დაეხმარება გამარჯვებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 300 უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
„რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს შეუძლია, უპასუხოს რუსულ ტერორს დახმარების ახალი პაკეტებით.