ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის თქმით,
„მიუხედავად იმისა, რომ, დროთა განმავლობაში ვაქცინის იმუნიტეტის გარკვეული დაქვეითება ხდება „ომიკრონი“ ვარიანტის მიმართ, მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ ვის ესაჭიროება გამაძლიერებელი დოზები.
ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებს ან მძიმე წონის მოზარდებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ. ამის არანაირი მტკიცებულება არ არის“, - განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.