განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეისთვის არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ დაამატა: „ვიდრე ჩვენი სამხედროები გვიცავენ, უნდა ვიმუშაოთ, ჩავდოთ ფული ეკონომიკაში, გამოვიმუშაოთ, რათა არმია დავაფინანსოთ“.