დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა
1790453701
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არ არის.
„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - აღნიშნა მედინსკიმ სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მანამდე უკრაინელმა დიპლომატმა, ალექსანდრე ჩალმა, რომელიც უკრაინულ დელეგაციაში იურიდიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.