რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს.
"უკრაინის პრეზიდენტმა ჩვენს დელეგაციას ძალიან მკაფიო მითითებები მისცა. ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით. ჩვენი პოზიცია რკინა-ბეტონისაა. ის გამყარებულია საერთაშორისო სამართლით, უკრაინის შეიარაღებული ძალებით, რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებით, აგრესორისგან თავის დასაცავად უკრაინისთვის გადაცემული იარაღით,"- განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარისთვის პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაა, ხოლო მაქსიმუმი - ცეცხლის შეწყვეტა.
კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების არც ერთ პრინციპულ პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.