ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ბუჩას რაიონში მსხვერპლთა დათვლას სულ მცირე ორი კვირა დასჭირდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ამ დასახლებებში დაღუპულთა პირველი რიცხვის დასახელებას“, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.
მონასტირსკიმ აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, ეროვნულმა პოლიციამ 4 200-ზე მეტი საქმე გახსნა, რუსების მხრიდან ომის კანონების დარღვევის შესახებ.