ქსელურ მარკეტებში, 15 პროდუქტს ფასი დააკლდა - ფასდაკლებული პროდუქტების სია
1778685173
უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს.