უკრაინამ დნეპროპეტროვსკის ოლქის ოთხ სოფელზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინა

უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოთხი სოფლიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს. ინფორმაციას პორტალი DeepState-ი ავრცელებს.

საუბარია სოფლებზე სოსნოვკა, ხოროშეე, ნოვოსელოვკა და სიჩნევოე. რუსი ჯარისკაცების განდევნაში მონაწილეობას უკრაინის შეიარაღებული ძალების 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკი და 141-ე ცალკეულ მექანიზირებული ბრიგადა იღებდნენ.

უკრაინელების მიერ ოთხ სოფელზე კონტროლის დაბრუნება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოშიც დაადასტურეს.