„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
უკრაინამ ომში დაღუპული 82 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, ცხედრების გადაცემა ხდება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად.