უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში 10 დღის განმავლობაში გაიმართება - სტივ უიტკოფი

სტივ უიტკოფი

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 10 დღის განმავლობაში გაიმართება.

მანამდე, როგორც უიტკოფმა აღნიშნა, ფლორიდაში ჩავა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, რომელიც ამერიკულ მხარესთან გამართავს მოლაპარაკებებს.

„როგორც აღვნიშნე, ჩვენ არა მხოლოდ ჟენევაში ვხვდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ რუსტემი ჯერ ფლორიდაში ჩამოვა, ჩვენ შეგვხვდება, ხოლო ამის შემდეგ ძალიან მალე იქნება სამმხრივი შეხვედრა“, - აღნიშნა უიტკოფმა.

უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში 17-18 თებერვალს შედგა.