გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
გავრცელებული ცნობით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.