„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა.
„ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება. მათი ნაწილი უკვე სოციალურ ქსელებში აცხადებს, რომ ომის წინააღმდეგები არიან. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ამას ვერ ხედავს. ამიტომ გთხოვთ, თუ ჩვენი გესმით, თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენს მიწაზე ვართ.
თქვენ რუსები ხართ. ახლა თქვენმა სამხედროებმა ომი დაიწყეს ჩვენს სახელმწიფოში.
ძალიან მინდა, რომ წითელ მოედანზე გახვიდეთ, ან თქვენი დედაქალაქის ქუჩებში, მოსკოვში, ან პეტერბურგში, ან რომელიმე დიდ ქალაქში, არა მხოლოდ „ინსტაგრამზე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზელენსკიმ.
სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1746473266