სტამბოლში კიევის დელეგაცია აჩვენებს ჩვენს ღიაობას და მხარდაჭერას დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიმართ - ანდრეი სიბიგა

ანდრეი სიბიგა

სტამბოლში კიევის დელეგაცია აჩვენებს ჩვენს ღიაობას და მხარდაჭერას დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ თურქეთში უმაღლესი დონის დელეგაცია გაგზავნა, ხოლო რუსეთმა დაბალი დონის დიპლომატებისგან შემდგარი დელეგაცია აირჩია.

„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც არის მშვიდობის მიღწევის დაბრკოლება“, – განაცხადა სიბიგამ.