6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
საშინელმა და შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე უკრაინიდან. ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.
„მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე, სისასტიკის დამოუკიდებლად დასაფიქსირებლად. ჩვენ დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ“, – წერს ოლაფ შოლცი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.