საფრანგეთი უკრაინას თვითმფრინავებს, რაკეტებსა და ავიაბომბებს გადასცემს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.

ზელენსკის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს მაკრონმა მას განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას თვითმფრინავებს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის საჭირო რაკეტებსა და ავიაბომბებს გადასცემს.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერმა გუშინ რუსეთის მიერ ხარკოვში სამგზავრო მატარებლის დაბომბვის საკითხი და 1 თებერვალს აბუ-დაბიში გასამართი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი განიხილა.