ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას

ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთი მხარს დაუჭერს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.

„არ შეიძლება, ირანელი ხალხის მშვიდობიანი აჯანყების სასტიკი რეპრესიები უპასუხოდ დარჩეს. არ შეიძლება, რომ ის არაჩვეულებრივი გამბედაობა, რაც მათ განურჩეველი ძალადობის წინაშე გამოიჩინეს, უპასუხო იყოს. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ხვალ, ბრიუსელში, ამ სისასტიკეზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დავუწესებთ. მათ ევროპის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და მათი აქტივები გაიყინება. საფრანგეთი მხარს დაუჭერს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას. რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პატიმრები, შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა, გააუქმოს ციფრული ბლოკადა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფაქტების დამდგენ მისიას ირანში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლება მისცეს.”- წერს ჟან-ნოელ ბარო.