იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
ქურდობა არასრულწლოვანების შესრულებით და მოპარული ნივთებით ვაჭრობა - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებულ ექვს წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია თავად ორგანიზებული დაჯგუფების ლიდერი მურმან ქავთარაძეც, რომელიც არასრულწლოვანებს ქურდობას უკვეთდა.
ჯგუფის წევრებს მაღაზიებიდან მიჰქონდათ ფული, სიგარეტი, ალკოჰოლი, ტკბილეული და ყველაფერი, რის წაღებასაც ახერხებდნენ. ნაქურდალ ნივთებს კი დაჯგუფების მეთაური თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად აბარებდა. თუ მოზარდები დავალების შესრულებაზე უარს ეუბნებოდნენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
დაკავებულია მოვაჭრე ქალიც, რომელიც ნაქურდალ ნივთებს ყიდდა. გამოძიების ინფორმაციით, გამოვლენილი ჯგუფი დედაქალაქის პარალელურად, რეგიონებშიც მოქმედებდა.