სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებები სავსეა მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროებით.
მალიარის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი დანაკარგებს აქვს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებები სავსეა მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროებით, მათი ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე სამკურნალოდ თითქმის არასოდეს განხორციელებულა“, - აცხადებს მალიარი.
მისივე თქმით, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დამალვის მიზნით, მათ ჩანაწერებს მხოლოდ რუსი სამხედრო ექიმები აწარმოებენ.