რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

ხარკოვი

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 47 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კლინიკებში 8 დაშავებული რჩება, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შეტევის შედეგად ქალაქის ოთხ რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები.

ქალაქში გრძელდება შეტევის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება.