1746302488
ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის დამონტაჟებასაც ბანკომატში ცდილობდა - უცხოეთი

შაბათს დილით, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სალონიკში მომხდარი აფეთქების შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის დამონტაჟებასაც ბანკომატში ცდილობდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„როგორც ჩანს, მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა და ბანკის ბანკომატში მისი ჩადებას გეგმავდა, რაღაც არასწორად წარიმართა და მის ხელში აფეთქდა“, - განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა მედიას.