რუსულ ჭურვებს გადარჩენილი 7 უკრაინელი ავარიას ემსხვერპლა

.jpg

საზარელი ავარია ხმელინცის ოლქთან - უკრაინელი ევაკუირებული ლტოლვილები ავარიაში მოყვნენ. შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 9 მგზავრი. მიკროავტობუსის მგზავრი ლტოლვილები დნეპერიდან ტერნოპოლში მიდიოდნენ. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა YNIAN-ი Telegram არხზე ავრცელებს. 

ხმელნიცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 მარტს, დაახლოებით 06:00 საათზე  სოფელ ლოზოვაია ვოლოჩისკის ტერიტორიაზე მოხდა. 

„დონეცკის ოლქში 61 წლის მცხოვრების მართულ სეტარის ავტობუსსა და „მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსს შორის შეჯახება მოხდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ავტომობილის 9 მგზავრი ვოლოჩისკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა დაღუპულთა და დაშავებულთა პერსონალური მონაცემები დგინდება. მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები მძიმედ არ დაშავებულან.

გამომძიებლები აგრძელებენ მუშაობას შემთხვევის ადგილზე.