რუსი ოკუპანტები ხარკოვში ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი

ხარკოვი

რუსული ძალები ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში სამშენებლო ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს. ხანძრის ამსახველ ვიდეოკადრებს უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს და წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის დროს ობიექტში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად გაჩენილი ცეცხლი 10000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რაოდენობა ზუსტდება.

მივმართავთ ყველა სახელმწიფოს ყველა ლიდერს: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი გაძლიერება და საკმარისი შესაძლებლობები რუსი ტერორისტების გასანადგურებლად. მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი." აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.