„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება, რადგან ამან შეიძლება მსოფლიოში შიმშილი გამოიწვიოს,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალურ შიმშილთან თამაში - უკრაინის პორტების ბლოკირება და უკრაინაში სასაწყობე ინფრასტრუქტურის განადგურება. არსებობს რისკი, რომ უკრაინული მარცვლეული ბლოკირების პირობებში დარჩეს; ეს საშიშია გლობალური სტაბილურობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.