რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის უწყები

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის 13 რეგიონისკენ მიმავალი 193 უკრაინული დრონი გაანადგურა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა მოსკოვის ოლქში 40 დრონი, მათ შორის დედაქალაქის მიმართულებით 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს; ბრიანსკის ოლქში – 47; კალუგის ოლქში – 42; ტულის ოლქში – 32; კურსკის ოლქში – 10; ორიოლის ოლქში – შვიდი; ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში – ოთხი; ტამბოვისა და ორენბურგის ოლქებში – ორ-ორი; ბელგოროდის, ლიპეცკისა და სამარის ოლქებში კი თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.