ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში მთავრობის ცვლილების საკითხი 2028 წლის შემდეგ იქნება განხილული, მანამდე კონსულტაციები და მიტინგები ჩაატარონ

ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციამ თავისი რადიკალიზმით, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ხალხში ნდობა დაკარგა და ახლა მათ შორის დაპირისპირებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ ეს დღის წესრიგი თავად შექმნა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოში მთავრობის ცვლილების საკითხი 2028 წლამდე არ განიხილება.

„საქართველოში მთავრობის ცვლილების საკითხი 2028 წლის შემდეგ იქნება განხილული. მანამდე კონსულტაციები და მიტინგები ჩაატარონ, თუ რას მიაღწევენ 2028 წელს. იცოდნენ, კონსტიტუციაში მთავრობის ცვლილების ვადები როგორ არის. რაც შეეხება საკითხს, რომ ოპოზიციის შიგნით ერთობა არ არსებობს, ოპოზიციამ თავისი რადიკალიზმით, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ხალხში ნდობა დაკარგა და ახლა მათ შორის დაპირისპირებაა. ეს არის დღის წესრიგი, რომელიც ოპოზიციამ თავისი ხელით დაწერა და გამოჭედა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.