„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
12 დაღუპული და 16 დაშავებული - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნოვკაში ერთ-ერთი საწარმოს მიკროავტობუსს დრონით დაარტყეს.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები სამსახურის შემდეგ სახლებში ბრუნდებოდნენ.
თავდასხმის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სუმის ოლქებიც. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები, შემთვევის შედეგად არიან დაშავებულები.
-21 გრადუსია კიევში და ამ პირობებში 700 მრავალსართულიანი კორპუსი კვლავ გათბობის გარეშე რჩება. რთული ვითარებაა ამ კუთხით ოდესაშიც. ქალაქის ათასობით მცხოვრებს ელექტროენერგია არ აქვს.