„ადამიანის ბედი იცვლება... ყველაზე ძლიერი დღეა ამ წელში“ - ქეთი ოდიშელის რეკომენდაცია
1766226037
რუსული მხარე „დუმილის რეჟიმს“ აცხადებს და მზადაა, 8 მარტს კიევის დროით 09:00 საათიდან (თბილისის დროით 11:00 საათიდან) უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,ჰუმანიტარული დერეფნები კიევიდან და მიმდებარე დასახლებებიდან რუსეთის ფედერაციამდე და ბელარუსის ტერიტორიამდე გაიხსნება.
გარდა ამისა, რუსეთი აპირებს, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა უზრუნველყოს ჩერნიგოვიდან ბელარუსის ტერიტორიამდე, ქალაქ სუმიდან ორი მარშრუტით პოლტავამდე და რუსეთის ტერიტორიამდე, ხარკოვიდან რუსეთის ტერიტორიაზე ან ლვივში, უჟგოროდსა და ივანო-ფრანკოვსკში, მარიუპოლიდან ორი მარშრუტი რუსეთის ტერიტორიაზე და ზაპოროჟიეში.