ექიმი ბავშვებს საავადმყოფოშივე აუპატიურებდა“ - გერმანიაში პედიატრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
1779127155
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში საომარ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების განცხადებას პასუხობს. რომის პაპი რუსეთის ნარატივს უარყოფს, რომ ეს „სამხედრო ოპერაციაა“. ამის შესახებ BBC წერს.
პონტიფიკოსის თქმით, უკრაინის კონფლიქტი „არა სამხედრო სპეცოპერაცია“, არამედ ომია.
რომის პაპმა უკრაინას წამებული ქვეყანა უწოდა, საიდანაც „სისხლისა და ცრემლის მდინარეები მოედინება“.
ამასთან, რომის პაპმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტონ. მან ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა მოითხოვა.