გოგონას საშველად ზღვაში შესულ ბიძას გული გაუსკდა... - ტრაგედია ოკუპირებულ გალში
1754218461
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინელი ობოლი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გაამარტივა, მათ შორის ბავშვებისთვის ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკიდან.
პუტინის განკარგულება, რომელიც ძალაში ხელმოწერის დღესვე შევიდა, ეხებათ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ქმედუუნარო პირებს.
მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ბავშვის ან ქმედუუნარო პირის მეურვეს, რომელიც რუსეთის, უკრაინის ან ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის მოქალაქეა. ამასთან, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული.
კიევი მოსკოვს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების მოტაცებაში ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპანტებს ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში გაჰყავთ. საუბარია როგორც ობოლ ბავშვებზე, ისე მათზე, ვისაც მშობლები ჰყავთ. სახალხო დამცველი ოფისში აცხადებენ, რომ ომის დაწყების დღიდან რუსეთში 238 ათასზე მეტი არასრულწლოვანი გადაიყვანეს.
პუტინმა 2019 წელს ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებისთვის გაამარტივა მოქალაქეობის მიღება. ომის დაწყების შემდეგ კი მოქალაქეობის მიღება გამარტივდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქში მცხოვრებთათვის. ქალაქ მელიტოპოლში განაცხადების მიღებას რუსეთი 31 მაისს დაიწყებს.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603