გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
რომის პაპმა ფრანცისკემ რომის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა. ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს.
ვატიკანის მონაცემებით, რომში მდებარე ბამბინო ჯეზუს პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად უკრაინიდან ევაკუირებული 19 ბავშვი მკურნალობს.
„ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და კაცების ტანჯვა, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას და გაურბიან დაბომბვებს, შემაძრწუნებელია ჩვენი სინდისისთვის“, – განაცხადა პარასკევს სლოვაკეთში საეკლესიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რომის პაპმა.