სასიხარულო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის
1746078468
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური იერიში მიიტანა. დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, 15 კი დაშავდა.
როგორც მედია ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით წერს, ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები და ავტომობილები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუირებულია.
ტრუხანოვის თქმით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი სკოლის შენობაც.