6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
„ნიკოლ ფაშინიანის მიერ ჩაბარებული ტესტის პასუხი დადებითია. დადგენილი წესების შესაბამისად, მთავრობის მეთაური თვითიზოლაციაში გადავიდა, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი მუშაობას დისტანციური რეჟიმით გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსი 2020 წლის ივნისშიც გადაიტანა.