მთავრობა ოჯახებს, მინიმუმ, 30 000 ლარს გადაუხდის - ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სოლიდურ თანხას
1778181383
ნატო დღეს საგანგებო სამიტს გამართავს. ორგანიზაცია თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გზავნის.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მისი პასუხისმგებლობა ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვაა," - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე კი გავრცელდა ნატოს საგანგებო განცხადება.
"ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზაობა, რეაგირება იქონიონ ყველა ვითარებაზე, ნატო გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ვგმობთ რუსეთის შემაშფოთებელ თავდასხმას უკრაინაზე," - ნათქვამია განცხადებაში.