გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მხარს უჭერენ უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის გამართვის იდეას. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს ერთ-ორ კვირაში შესაძლოა, გაიმართოს შეხვედრა, სულ მცირე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.