სამტრედიაში, 4 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა
11:40
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი ვლადიმერ პუტინთან და რომ საფრანგეთი და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინაში ომი შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„არსებობს გაურკვევლობა“, - განუცხადა ემანუელ მაკრონმა ტელეარხ M6-ს და დაასახელა რუსეთის მიერ „მიუღებელი“ იარაღის გამოყენების ან სხვა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა.
ბრიუსელში დასავლელი მოკავშირეების უმაღლესი დონის შეხვედრების წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ, ფრანგები და ევროპელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ომი შეჩერდეს“.