კვირის შემდეგი დღეებიც დატვირთული იქნება, ველით ევროსაბჭოს მთავარ გადაწყვეტილებას - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

„კვირის შემდეგი დღეებიც დატვირთული იქნება. ველით ევროსაბჭოს მთავარ გადაწყვეტილებას, რომელიც პარასკევს უნდა მიიღონ“, -  ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ გადამწყვეტ კვირას გავდივართ და ყოველდღე ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ უკრაინა კანდიდატობას იმსახურებს. ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ უკვე ვართ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.