რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
იევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დღეს დილით, დედაქალაქის ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონზე შეტევა განხორციელდა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით.
კლიჩკოს ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ ობიექტს. ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და ექიმები მუშაობენ. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკიც აცხადებს, რომ შეტევა უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განხორციელდა