დაავადება, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - სტატისტიკა
1751452440
ხარკოვის ოლქის სოფელ სტრილეჩეში რუსმა სამხედროებმა ტანკით სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ქალი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი მასიურად დაბომბეს.
„სასაზღვრო სოფელში ოკუპანტებმა სამოქალაქო მანქანას ტანკით ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ქალი დაიღუპა.
გასული დღის განმავლობაში მტერმა მასიურად დაბომბა ხარკოვის ოლქი. განადგურდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოფარეხები და საწარმოო ობიექტები“, - განაცხადა სინეგუბოვმა.