კანადა უკრაინას დამატებით 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს აფართოებს

კანადა

 კანადა უკრაინას დამატებით 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს აფართოებს.

გავრცელებული ცნობით, ე.წ. შავ სიას 21 ფიზიკური და 53 იურიდიული პირი დაემატა, ასევე დასანქცირდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100 ხომალდი. ამასთან, კანადამ რუსულ ნავთობზე ბარელის ფასის ზღვარი 47.60 დოლარიდან 44.10 დოლარამდე შეამცირა.

რაც შეეხება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებას, ახალი პაკეტი 300 მილიონ კანადურ დოლარს მოიცავდა და დაემატა ორ მილიარდ კანადურ დოლარს, რომელიც 2026-2027 ფინანსური წლებისთვის უკრაინის დასახმარებლად არის გამოყოფილი.

ამას გარდა, კანადა კეივს გადასცემს 400 ერთეულ ჯავშანტრანსპორტს და განახლდება უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა. დამატებით 20 მილიონი კანადური დოლარი გამოიყოფა უკრაინის ენერგოსექტორის მხარდასაჭერად.